5 გზა შენი მომავლისკენ

 

წარსული ზოგი ჩვენთაგანისა მომავალია .

99%  რაც მქონია ნალაპრაკები ეს იყო წარსულზე და ეს თემა აქტუალურია . ხალხი ცდილობს რომ შექმნას მომავალი ან შეცვალოს წარსული .  Continue reading

ამერიკელი ინდიელები

ამერიკის კონტინენტი არ მიეკუთვნება დედამიწის იმ ადგილთა რიცხვს , საიდანაც წარმოიშვა კაცობრიობა . შორეულ წარსულში , როცა უძველესი ხალხი სწავლობდა ნადირობას , ცეცხლის მოპოვებას , საცხოვრებლის აშენებას და თანდათან სახლდებოდა აფრიკის , ევროპის , აზიის უსასრულო სივრცეებში , ამერკის ტყეებში და სტეპებში მხოლოდ ცხოველები და ფრინველები ბინადრობდნენ .

პირველად ადამიანები ამერიკის კონტინენტზე 25-30 ათასი წლის წინ მივიდნენ . მაშინ ბერინგის სრუტე არ არსებობდა და აზიის ამერიკასთან სახმელეთო გზა აერთიანებდა – ხალხიც  ამ გზით გადავიდა ამერიკაში . როგორც ჩანს , ეს იყო მონადირეთა მცირე  ჯგუფი ,  რომლებიც მიიწევდნენ სახრეთისკენ . ისინი დაახლოვებით 20 ათასი წლის წინათ მექსიკამდე ჩავიდნენ . კიდევ 10 ათასი წლის შემდეგ მიაღწიეს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დაასასრულს . იქ , სადაც ტუნდრა ტყეს  , იწყება ინდიელთა სამფლობელოები . ” ტაპასკებს ” ეკავათ  ჩრდილოეთის ტყეების დასავლეთი ნაწილი , ” ალგოლკინებს ”კი აღმოსავლეთი . ერთიც და მეორეც იყოფოდა მრავალრიცხოვან ტომად . ისინი თავს ირჩევდნენ ნადირობით , ფრინველთა რეწვით , მეთევზეობითა და საკვებად ვარგისი მცენარეების შეგროვებით . ჩრდილოეთი  ამერიკის ჩრდილოეთ-დასავლეთით სანაპიროზე ცხოვრობდნენ ” ზაიდები ” , ტლინკინები , რომლებმაც შეცმნეს მაღალეფექტოვანი თევზჭერის მეურნეობა .  Continue reading

სიზმრიდან სიზმრამდე

სიზმარი

კარგია , როცა ძილში მაინც ბედნიერი ვარ . თბილ საბანში გახვეული , თვალდახუჭული , სადღაც შორს , რეალურსა და ირეალურს შორის პეპელასავით დავფარფატებ . მერე ვგრძნობ  , რომ სიზმარი მთავრდება (როგორც ყველაფერი ამქვეყნად ) და არ მინდა მისი ამოწურვა . მინდა  , რომ ძილი შევიბრუნო , ისევ იქ მოვხვდე სადაც ბედნიერი ვიყავი  . გვერდს ვიცვლი  , ვცდილობ ძილის შეტრიალებას , მაგრამ არ გამომდის არ მინდა რომ ავდგე და სკოლაში წავიდე მინდა დავუბრუნდე ჩემს სიზმარს . – ლაშა , – მეძახის დედა . კოტრიალი ამით მთავრდება  , ლამაზ შეგრძნებას ოთახის რომელიმე კუთხეში მივყრი და ცივ , გაყინულ სინამდვილეში წამოვხტები  . მცივა , მშია , მწყურია მოფერება მინდა . დარჩენილ გაკვეთილებს დღის სინათლეზე ნაჩქარევად ვმეცადინეობ ( სკოლაში უსწავლელად ხომ არ წავალ ) Continue reading