ამერიკელი ინდიელები

ამერიკის კონტინენტი არ მიეკუთვნება დედამიწის იმ ადგილთა რიცხვს , საიდანაც წარმოიშვა კაცობრიობა . შორეულ წარსულში , როცა უძველესი ხალხი სწავლობდა ნადირობას , ცეცხლის მოპოვებას , საცხოვრებლის აშენებას და თანდათან სახლდებოდა აფრიკის , ევროპის , აზიის უსასრულო სივრცეებში , ამერკის ტყეებში და სტეპებში მხოლოდ ცხოველები და ფრინველები ბინადრობდნენ .

პირველად ადამიანები ამერიკის კონტინენტზე 25-30 ათასი წლის წინ მივიდნენ . მაშინ ბერინგის სრუტე არ არსებობდა და აზიის ამერიკასთან სახმელეთო გზა აერთიანებდა – ხალხიც  ამ გზით გადავიდა ამერიკაში . როგორც ჩანს , ეს იყო მონადირეთა მცირე  ჯგუფი ,  რომლებიც მიიწევდნენ სახრეთისკენ . ისინი დაახლოვებით 20 ათასი წლის წინათ მექსიკამდე ჩავიდნენ . კიდევ 10 ათასი წლის შემდეგ მიაღწიეს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დაასასრულს . იქ , სადაც ტუნდრა ტყეს  , იწყება ინდიელთა სამფლობელოები . ” ტაპასკებს ” ეკავათ  ჩრდილოეთის ტყეების დასავლეთი ნაწილი , ” ალგოლკინებს ”კი აღმოსავლეთი . ერთიც და მეორეც იყოფოდა მრავალრიცხოვან ტომად . ისინი თავს ირჩევდნენ ნადირობით , ფრინველთა რეწვით , მეთევზეობითა და საკვებად ვარგისი მცენარეების შეგროვებით . ჩრდილოეთი  ამერიკის ჩრდილოეთ-დასავლეთით სანაპიროზე ცხოვრობდნენ ” ზაიდები ” , ტლინკინები , რომლებმაც შეცმნეს მაღალეფექტოვანი თევზჭერის მეურნეობა .  Continue reading

უძველესი ” ნატურალისტი მხატვრები ”

 

ლაქებიანი ცხენი , რომლის გამოსახულებები პირველყოფილ ადამიანთა გამოქვაბულების კედლებზეა აღმოჩენილი , მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნით , ათასობით წლის წინ რეალურად არსებობდა . ეს ნიშნავს რომ უძველესი მხატვრები ხატავდნენ იმას , რაც მათ გარშემო იყო და არ გამოსახავდნენ აბსტრაქციებს  ან სიმბოლოებს Continue reading