უძველესი ” ნატურალისტი მხატვრები ”

 

ლაქებიანი ცხენი , რომლის გამოსახულებები პირველყოფილ ადამიანთა გამოქვაბულების კედლებზეა აღმოჩენილი , მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნით , ათასობით წლის წინ რეალურად არსებობდა . ეს ნიშნავს რომ უძველესი მხატვრები ხატავდნენ იმას , რაც მათ გარშემო იყო და არ გამოსახავდნენ აბსტრაქციებს  ან სიმბოლოებს

ევროპასა და ციმბირში ნაპოვნი 30-35 ათასი  წლის წინანდელი 31 ცხენის ძვლებისა და კბილების გაანალიზებისას , მათგანექვსს აღმოაჩნდა გენები ,  რომელიც ცხენის ლაქებიან შეფერილობას განაპირობებს . აქამდე მეცნიერებს  ნაპოვნი ჰქონდათ მხოლოდ ერთგვაროვანი შეფერილობის , მაგალითად , წაბლისფერი და შავი ცხენის დნმ-ის მონაცემები .

ექსპორტი , რომელმაც დავა წარმოშვა , საფრანგეთში ნაპოვნი 25 ათასი წლის წინანდელი ნახატია , რომელზეც გამოსახულია თეთრი ცხენი შავი ლაქებით , ე.წ.   პეშ-მერლეს მოხტუნავე ცხენი  .  წამოიჭრა საკითხი , ხომ არ იყო ეს ლაქებიანი ნახატი სიმბოლიზმის ან აბსტრაციის  გამოხატულება .  მაგრამ დღეს უკვე დადასტურდა , რომ ადამიანები უბრალოდ ხატავდნენ იმას , რასაც ხედავდნენ .

მკვლელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა ლაიბნიცის სახელობის ზოოპარკისა და ველური ბუნების ინსტიტუტის , აგრეთვე ბერლინის გერმანული არქეოლოოგის  ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის წევრი მელანი ფრუვოსტი . კვლევებში ჩართული იყო სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებიც . ფრუვოსტის თქმით , გენეტიკის დახმარებით იგეგმება  უძველეს ცხოველთა გარეგნობის აღდგენა .

 

1 thoughts on “უძველესი ” ნატურალისტი მხატვრები ”

  1. ეეეიიი პირდაპირ გამისწორდა ეს პოსტი რომ ვნახეე, შენ დაწერე? ^^ ხელოვნება, მეცნიერება, საინტერესო ინფორმაცია, მომწონს!

დატოვე კომენტარი