რკინის ბედუინები – დაკარი (Dakar)

dakar

რალი დაკარი 1 იანვარს არგენტინის ქალაქ  მარ დელ პლატაში დაიწყო ,  16 იანვარს კი  პერუს დედაქალაქ ლიმაში დასრულდა . რბოლა რომელსაც ფრანგული  Amaury Sports Organisation კუიერებს სულ 33-ედ ჩატარდა – სამხრეთ ამერიკაში კი ზედიზედ მეოთხედ . მოტომრბოლელთა შორის ფრანგმა სირილ დეპრემ იმარჯვა – KTM – ის პილოტისთვის ეს მეოთხე ტრიუმფია დაკარზე. მანამდე მან 2005 , 2007 და 2010 წლებში მოიგო ყველაზე რთული რბოლა .

KTM

ავტომრბოლელებში  საუკეთესო იყო შეჯიბრების ყველაზე ტიტულიანი მონაწილე სტეფან პეტერანსელი ( Stephan Peteransel ) – გამოცდილმა ფრანგმა პილოტმა , ვინც 1991 წლიდან ასპარეზობს დაკარში  ამჟამად მან მინი-ს ჯიპით იმარჯვა .

Stephan Peteransel

ეს პეტერანსელის მე10  ტიტულია : 1991 , 1992 , 1993 , 1995 , 1997  და 1998 ის ფინიშის ხაზთან მივიდა პირველი მოტოციკლით  , 2004 , 2005 და 2007 წლებში კი მიცუბიშის ჯიპს მართავდა . სატვირთოების კლასში რუსეთის  კამაზის სამწლიანი ტრიუმფი შეწყვიტა ივეკოს ჰოლანდიელმა მესაჭემ ჯერარდ დე როიმ . 2000 წლიდან კამაზმა 9 ჯერ მოიგო რალი დაკარი და წელსაც ფავორიტად ითვლებოდა თუმცა ყველასთვის მოულოდნელად გუნდმა სუსტად იასპარეზა . დე როიმ 14-დან 11 ეტაპი მოიგო და საერთო ჩათვლაშიც იმარჯვა . კვადროციკლებში რალი დაკარში 2009 წლიდან მონაწილეობენ . არგენტინელმა ალეხანდრო პატრონელიმ ზედიზედ მეორედ მოიგო – ძმას მარკოსს აჯობა , რომელმაც თავის მხრივ 2010 წელს იმარჯვა .

ისტორია :

2008 წლის რბოლის მონაწილეებს კვირაზე მეტი უნდა გაეტარებინათ ამ ქვეყანაში უსაფრთხოების გარანტია კი არ არსებობდა იმიტომ რომ 2007 წლის შობას ალ-ქაიდას წევრებმა 4 ფრანგი ტურისტი მოკლეს . ტურის ორგანიზატორებმა რბოლის გადადება არჩიეს .  წინასწარი გეგმით რბოლა უნდა დაწყებულიყო 5 იანვარს პორტუგალიის დედაქალაქში . გუნდები ჩავიდნენ კიდეც ლისაბონში თუმცა 2 იანვარს Amaury Sports Organisation-მა ოფიციალურად დაადასტურა რბოლის გაუქმება . ფრანგების გადაწყვეტილებას ალ-ქაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ვაჟმა ომარ ოსამა ბინ ლადენმა ლაჩრობა უწოდა საკუთარი თავი მშვიდობის ელჩად წარმოადგინა და განაცხადა რომგაუქმებული რალის ნაცვლად თავად მოაწყობდა შეჯიბრებას ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში სპონსორების შემოსავლით კი ომისგან დაზარალებულ ბავშვებს დაეხმარებოდა . რბოლის ორგანიზატორებმა 2008 წლის 20-26 აპრილს უნგრეთ-რუმინეთში ცენტრალური ევროპის რალი უნა მოეწყოს თუმცა ორგანიზატორთა მოლოდინი არ გამართლდა და მიაშურეს სამხრეთ ამერიკას  : 2009 წლის 3-18 იანვარს ავტორბოლა ახალი სახელწოდებით რალი დაკარი ჩილე-არგენტინა გაიმართა .

სამწუხაროდ ორგანიზატორები ვერც წელს გადაურჩნენ ტრაგედიას : 1 იანვარს არგენტინელ მოტომრბოლელ ხორხე მარტინეს ბოეროს ავარია მოუვიდა და სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა .

ტრაგედიები :

1979 წელის ერთ-ერთ ეტაპზე ფრანგი მოტომრბოლელი პატრის დოდინი მძიმედ დაშავდა  ვერტმფრენით პარიზში სასწრაფოდ გადაყვანილი კი საავადმყოფოში გადასვენებამდე გარდაიცვალა .

1982 წელს სიკვდილს ძლივს გადაურჩა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეჩერის ვაჟი მარკი . მარკი და  მისი 2 თანაშემწე დაიკარგნენ 3 დღის შემდეგ კი სამაშველო ოპერაციის ჩატარებით ისინი 50 კილომეტრის დაშორებით მტავარი ტრასიდან გზააბნეულები და საღსალამათები იპოვეს..

1986 წელს 14 იანვარს , უდაბნოში უეცრად წარმოქმნილმა ქარიშხალმა პარიზი-დაკარის მთავარი ორგანიზატორი ტიერ საბინი და კიდევ 4 ადამიან იმსხვერპლა – ვერტმფრენი თითქმის 200 მეტრიდან ჩამოვარდა .

ტიერ საბინ

tier sabin

1997 წლის იანვარში , აბიჯანი-ნიცას ავტომრბოლელი  ფრანგი პილოტი ტიერ საბინი უდაბნოში დაიკარგა .

1988 წელს საიუბილეო პარიზი-დაკარის წინ ვატიკანის ოფიციალურმა გაზეთმა L’Osservatore Romano-მ შეჯიბრება პირველად გააკრიტიკა  . წერილში ნათქვამი იყო რომ ეს რბოლა გარდა იმისა რომ სახიფათოა სიცოცხლისთვის ”ძალის და კეთილდღეობის ვულგარული გამოვლენაა იმ ქვეყნებში სადაც კერ კიდევ ადამიანიები შიმშილით იღუპებიან ” . იმ დროისთვის პარიზი-დაკარის მსხვერპლთა სია ტურის 5 მონაწილეს ათამდე მაყურებელს და რბოლის ორგანიზატორს ტიერ საბინს ითვლიდა .

Amauri Sports Organisation-ის ოფიციალური განცხადებით რალი დაკარს 2013 წელსაც სამხრეთ ამერიკა უმასპინძლებს ტრასის მარშრუტი დამუშავების პროცესშია .

დღეს დღეობიტ რალი დაკარი ყველაზე პოპულარული შეჯიბრებაა ავტოსპორტში  .ამის დასტურია ASO-ს მონაცემები : წლევანდელი რბოლის მიმოხილვა გადაიცემოდა 190 ქვეყანაში .

1 thoughts on “რკინის ბედუინები – დაკარი (Dakar)

დატოვე კომენტარი