როგორი იყო იოსებ სტალინი გარეგნულად

იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი) გარეგნობის შესახევ უამრავი ჭორი გავრცელდა . ღმერთი  უწყის , ხან რას ამბობდნენ ხან რას :დ ჩემი მოძიებული ინფორმაცია ძველი გაზეთებიდან  რომელიც სახლში უამრავი მაქ :დ მაგრამ დაბეჯითებით კი ამტკიცებენ  , რომ იოსებ ჯუღაშვილს გაჩნდა თანდაყოლილი ფიზიკური ნაკლი (დაბრეცილი ფეხები ჰქონდა , ვერ ხმარობდა ცალ ხელს და სხვ . ) . არსებობს უტყუარი დოკუმენტი , რომლის მიხედვითაც შეიძლება ზუსტი წარმოდგენა ვიქონიოთ სტალინი ფიზიკურ მდგომარეობის შესახებ . ესაა 1902 წელს 17 ივლისს ქალაქ ბათუმში ჟანდარმთა ცალკეული კორპუსის პოლკოვნიკი შაბილსკის და ბათუმის საქალაქო  ექიმ ელიავას მიერ შედგენილი ოქმი სტალინის სხეულის დათვალიერების თაობაზე . რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის 1886 წლის 26 მაისს №807 ცირკულარის მიხედვით , პირველი დაპატიმრების შემდეგ აუცილებლად უნდა შედგენილიყო პატიმრობაში მყოფის სხეულის დათვალიერების ოქმი , რომელიც 16 კითხვაზე პასუხის გაცემას ითვალისწინებდა . ოქმი დგებოდა ჟანდარმერიაში , მაგრამ ექიმის აუცილებელი მონაწილეობით . პატიმრის სხეულის დათვალიერების ოქმი მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა არ ჰქონდა . ამ ოქმის საფუძველზე რამდენიმე წლის შემდეგაც უნდა ამოეცნოთ გარდაცვლილი პატიმარი , თუნდაც სხეულის უაღერესად დასახიჩრებული ყოფილიყო . იოსებ ჯუღაშვილი 1902 წელს პირველად დააპატიმრეს და შედგა მისი სხეულის აღწერის ოქმი . ოქმიში პატიმრის შემდეგ კითხვებს გაეცა პასუხი

1 )  სიმაღლე – 161,8 სანტიმეტრი ( 2 არშინი და 4, 1/2 ვერშოკი )

2 )  ასაკი –  23 წელი

3 )  სხეულის აგებულება – ნორმალური

ა )  აქვს თუ არა სხეულის ნაწილებზე რაიმე  განსაკუთრებული – მარცხენა ფეხზე შეზრდილი აქვს მეორე და მესამე თითები

ბ )  აქვს თუ არა თავის დაჭერის რაიმე განსაკუთრებული მანერა – არა

4 )  გარეგნობით  მოხდენილი შთავეჭდილება – ჩვეულებრივი

5 )  თმის ფერი თავის , ღაწვების , ულვაშების , წვერის , ბაკენბარდების , წამწამების – თავის – მუქი წაბლისფერი , ულვაშებისა და წვერის – წაბლისფერი . თმის ტიპი – სწორი , თმის ვარცხნილობა  – გადავარცხნილი  , იპარსავს თუ არა წვერს – არ იპარსავს .

6 ) თმის ფერი და სიდიდე , აქვს თუ არა გარეგნული დათვალიერებით რაიმე თავისებურება თვალებს , აქვს თუ არა რაიმე თავისებურება გარეგნული დაგვირვებით გამოხედვაში , შორსმხედველია თუ ახლოსმხედველი , ატარებს თუ არა სათვალეს – თვალები მუქი წაბლისფერია , საშუალო სიდიდის  , სათვალეს არ ატარებს .

7 ) თავის ფორმა  და განსაკუთრებული გარეგნული ნიშანი – ჩვეულებრივი

8 ) შუბლის ფორმა და განსაკუთრებული ნიშნები – შუბლი სწორი , არცთუ ის მაღალი

9 ) ცხვირის ფორმა და ზომა – ცხვირი სწორი , გრძელი

10 ) სახის ფორმა , კანის ფერი , აქვს თუ არა კანის რაიმე განსაკუთრებული ნიშნები – სახე გრძელი ჩოფურა ნაყვავილარი

11 ) პირის ღრუ , აკლია თუ არა კბილები და კერძოდ რომელი – ზვედა მარჯვენა ყბაზე აკლდა წინა კბილი

12 ) პირისა და ნიკაპის ფორმა , გარეგნული თავისებურებანი , აქვთ თუ არა საუბრის რაიმე ჩვევა ( ემანჭება ტუჩები , იღიმება ) – პირი ნორმალური , ნიკაპი წაწვეტებული , საუბრისას რაიმე განსაკუთრებული ჩვევა არ ქვას .

13 ) ხმის ხასიათი , ებმის ტუ არა ენა – ხმა წყნარი , ენა არ ებმის .

14 ) ყურების ფორმა და ზომა , აქვს თუ არა რაიმე გარეგნული ნიშანი – ყურები საშუალო ზომისაა .

15 ) სიარულის მანერა – ჩვეულებრივი

16 ) აქვს თუ არა სხეულის და მის დაბოლოებებზე ავადმყოფობის ნიშანები , ხალები და საერთოდ რაიმე ნიშანი – მარცხენა ყურზე აქვს ხალი , სახეზე ნაყვავილარი .

ამრიგად , 1902 წლისთვის იოსებ სტალინის არ ჰქონდა არანაირი ფიზიკური ნაკლი და ამდენად , გავრცელებული ხმები , რომ სტალინიდაიბადა მნიშვნელოვანი ფიზიკური ნაკლით , მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს . შემდგომ წლებში სტალინის სხეულზე მართლაც  შეინიშნებოდა ფიზიკური ნაკლი . ჟანდარმერებმა ცემის დროს მას დაუზიანეს ნერვი , რის გამოც ძალიან უხერხულად ხმარობდა ხელს . ალბათ უინტერესო არ იქნება იმის ხაზგასმაც  , რომ ხელის უხერხულად ხმარებას ზოგიერთი ავტორი მიაწერს სტალინის მიერ გადატანილ ინსულტს , რაც ასევე მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს . როგორც ავღნიშნეთ , სტალინს ხელზე ნერვი ჟანდარმებმა ცემის დროს დაუზიანეს .

რას არ იპოვის კაცი სახლში :დ

2 thoughts on “როგორი იყო იოსებ სტალინი გარეგნულად

  1. რას არ იპოვის კაცი სახლში :დ ჰო, საკმაოდ კარგი ფოტოალბომი ვიპოვე 40 წლის წინანდელი და იმაზე უნდა დავწერო :დ

დატოვე კომენტარი