ამერიკელი ინდიელები

ამერიკის კონტინენტი არ მიეკუთვნება დედამიწის იმ ადგილთა რიცხვს , საიდანაც წარმოიშვა კაცობრიობა . შორეულ წარსულში , როცა უძველესი ხალხი სწავლობდა ნადირობას , ცეცხლის მოპოვებას , საცხოვრებლის აშენებას და თანდათან სახლდებოდა აფრიკის , ევროპის , აზიის უსასრულო სივრცეებში , ამერკის ტყეებში და სტეპებში მხოლოდ ცხოველები და ფრინველები ბინადრობდნენ .

პირველად ადამიანები ამერიკის კონტინენტზე 25-30 ათასი წლის წინ მივიდნენ . მაშინ ბერინგის სრუტე არ არსებობდა და აზიის ამერიკასთან სახმელეთო გზა აერთიანებდა – ხალხიც  ამ გზით გადავიდა ამერიკაში . როგორც ჩანს , ეს იყო მონადირეთა მცირე  ჯგუფი ,  რომლებიც მიიწევდნენ სახრეთისკენ . ისინი დაახლოვებით 20 ათასი წლის წინათ მექსიკამდე ჩავიდნენ . კიდევ 10 ათასი წლის შემდეგ მიაღწიეს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დაასასრულს . იქ , სადაც ტუნდრა ტყეს  , იწყება ინდიელთა სამფლობელოები . ” ტაპასკებს ” ეკავათ  ჩრდილოეთის ტყეების დასავლეთი ნაწილი , ” ალგოლკინებს ”კი აღმოსავლეთი . ერთიც და მეორეც იყოფოდა მრავალრიცხოვან ტომად . ისინი თავს ირჩევდნენ ნადირობით , ფრინველთა რეწვით , მეთევზეობითა და საკვებად ვარგისი მცენარეების შეგროვებით . ჩრდილოეთი  ამერიკის ჩრდილოეთ-დასავლეთით სანაპიროზე ცხოვრობდნენ ” ზაიდები ” , ტლინკინები , რომლებმაც შეცმნეს მაღალეფექტოვანი თევზჭერის მეურნეობა . მონადირეთა სამოსახლოების სამხრეთით , აშშ-ის დღევანდელი ტერიტორიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში , ბინადრობდნენ                 ” იროკეზები ” და სხვა ტომები , რომელთა მეურნეობაში ძირითადად მიწათმოქმედება იყო . ჩრდილოეთი ამერიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია სტეპებს – პრერიებს . ამერიკაში ევროპელთა გამოჩენამდე პრერიები მცირედ დასახლებული იყო  . ინდიელები , ძირითადად , პრერიების განაპირას ცხოვრობდნენ . მხოლოდ მას შემდეგ  ,  რაც ევროპელებმა ცხენები შემოიყვანეს , ინდიელებიც დასახლდნენ პრერიების მთელ ტერიტორიაზე . მოგვიანებით ევროპელებმა განდევნეს ინდიელები ნაყოფიერი მიწებიდან დასავლეთის მთიან რაიონებში – რეზერვაციებში , საიდანაც გამოსვლის უფლება არ ეძლეოდათ .

აშშ-ის სამხრეთით , დღევანდელი მექსიკის , გვატემალას , ჰონდურასისა და სალვადორის ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ ის ინდიელები , რომლებიც კულტურლი მცენარეულობის მოყვანას მისდევდნენ . ინდიელებმა , ძირითადად ” მაიასა ” და ” აცტეკების ” ტომებმა , შექმნეს მაღალგანვითარებული სახელმწიფოები . ისინი აშენებდნენ ქალაქებს , ჰქონდათ თავისებური დამწერლობა და მიწათმოქმედების საუკეთესო გამოცდილება . დიდ და მცირე ანტილის კუნძულებზე ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნიკური ინდიელები – ” სიბონები ” ,                    ” გუანახატაბეები ” და სხვები . ბევრი მათგანი განადგურდა ეპიდემიების შედეგად . ჩრდილოეთი ამერიკის ინდიელთა ტომების რაოდენობა ძალიან შემცირდა . მათი ნაწილი დღემდე იძულებულია , რეზერვაციებში იცხოვროს , ზოგი ქალაქში გადასახლდა . მაგრამ იქაც ინდიელთა ცხოვრბის დონე ბევრად დაბალია , ვიდრე ევროპელი ამერიკელებისა – ინდიელები უფრო ღარიბულად იკვებებიან  , იმოსებიან და უარესი საცხოვრებელი პირობბი აქვთ .

ბევრი მცენარე – კარტოფილი , სიმინდი , კაკაო , კაუჩუკი – ამერიკიდან გავრცელდა მთელ სოფლიოში . ამჟამად მექსიკისა თუ ამერიკის არაერთი ქვეყნის არქიტეკტურაში იგრძნობოდა ინდიელთა კულტურის გავლენა . უნდიელები შეადგენენ მექსიკის , გვატემალის , ეკვადორის , პერულ , ბოლიივის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს .

ამის დაწერაში ინფორმაციის მოძიებაში იწვალა და იშრომა ლაშა თეთრაძემ :დ აპლოდისმენტები მას : )))))))

3 thoughts on “ამერიკელი ინდიელები

  1. კარგად წასაკითხი პოსტი იყო, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ძალიან ძნელია ამ სიშავეზე კითხვა : ) ერთხელ ვინ გაიჭირვებს მეორედ ის თვალებს აღარ დაითხრის

  2. ჩ.ამერიკის კონტინენტზე ცხენების გაჩენის და
    სემდეგ გამრავლეის იმფორმაციას თუ მომაწვდით მადლობელი ვიქნები

დატოვე კომენტარი